დახმარება


როგორ შევქმნა ონლაინ მაღაზია?
ძალიან მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსებით.

როგორ მოვახდინო გადახდის სისტემის ინტეგრირება?
მიმართავთ თქვენთვის სასურველ ბანკს, აფორმებთ ხელშეკრულებას და ბანკი განიჭებთ მერჩანტ ID-ს. მერჩანტ ID-ის საშუალებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ გადახდის სისტემის გააქტიურებას თქვენს ონლაინ მაღაზიაში (ეს სერვისი უფასოა).
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მესამე პირის სერვისები, მაგ: PayPal.

შემიძლია თუ არა საკუთარი ვებ მისამართის (დომეინის) გამოყენება (example.com)?
დიახ. თქვენი დომეინის ინტეგრირება შესაძლებელია.

მჭირდება თუ არა ჰოსტინგი?
არა. Melonify უზრუნველყოფს სერვერულ მომსახურებას.

შემიძლია თუ არა დიზაინის შეცვლა?
ონლაინ მაღაზიის შექმნისას პირველი სახე არის გადაწყვეტილი მარტივ, თანამედროვე ტიპის დიზაინში.
ასევე დაემატება ფასიანი დიზაინებიც რომლის ყიდვის შემთხვევაში, დაყენებას შეძლებთ ერთი კლიკით. თუ მოცემული დიზაინებიც ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, შესაძლებელია ინდივიდუალურად შექმნაც. 

მჭირდება თუ არა რამის გადმოწერა/დაინსტალირება?
არ საჭიროებს ინსტალაციას და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ბრაუზერის საშუალებით არის შესაძლებელი წვდომა.

რა ღირს Melonify-ს სერვისით სარგებლობა?
ჩვენ გვაქვს მარტივი, 2 მიმართულებიანი, ფასიანი და უფასო ფასების პოლიტიკა (იხ. ფასების განყოფილება).

როგორ უნდა გადავიხადო?
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე საბანკო გადარიცხვით.
ჩვენ ყოველ 30 დღეში გამოგიგზავნით ინვოისს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@melon.ge