წესები


ჩვენ ვართ Melonify.com (მომავალში „მელონი“ „მელონიფაი“ „ჩვენ“) და თქვენ კითხულობთ ჩვენი სერვისის მოხმარების წესებს (მომავალში „შეთანხმება“, „სერვისით სარგებლობის წესები“). სერვისით სარგებლობის წესების თანახმად  „თქვენ“, “მომხმარებელი“, „მერჩანტი“ გულისხმობს ადამიანს, რომელიც სარგებლობს მელონის სერვისით. თუ თქვენ აპირებთ საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნას ან სხვისი მაღაზიით სარგებლობას ან ნებისმიერი სხვა გზით ჩვენი პლატფორმის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ სერვისის წესები, რადგან იგი ეხება თქვენს უფლებებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ უბრალოდ სტუმარი თუ ონლაინ მაღაზიის მფლობელი, გთხოვთ პატივი სცეთ მელონის წესებს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემული წესებიდან რომელიმეს, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სერვისით სარგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ მელონის სერვისით, ეს ავტომატურად ნიშნავს მოცემულ წესებზე თანხმობას.

არსებული პირობები და მათი გამოყენების წესები
დაურეგისტრირებელი მომხმარებლებს („სტუმარი“) შეუძლიათ დაათვალიერონ ან მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენი პლატფორმიდან ან არსებული ონლაინ მაღაზიებიდან და შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტი. (თუ რომელიმე მაღაზია არ მოითხოვს რეგისტრაციას).
მერჩანტებს შეუძლიათ ონლაინ მაღაზიის შექმნა, ცვლილებების შეტანა, სურათების და ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამატება მათზე და მათი პროდუქტის შესახებ („კონტენტი“). აქედან გამომდინარე მაღაზიის პატრონი არის პიროვნება რომელიც იქნება პასუხისმგებელი ატვირთული კონტენტის გამოქვეყნებაზე.
იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ კონტენტს, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენს ბრენდზე ან პირებზე ვინც ჩვენი სერვისით სარგებლობს, ეს კონტენტი წაიშლება.
მელონს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები ან წაშალოს ნებისმიერი სახის კონტენტი, რომელიც ჩვენი სერვისით სარგებლობის წესებს არ შესააბამება.
მოცემული წესების თანხმობის შემთხვევაში, თქვენ აძლევთ მელონს უფლებას გააზიაროს ან გამოიყენოს თქვენი კონტენტი, დაკოპირების, შენახვის ან თარგმნის გარეშე.

მერჩანტის ონლაინ მაღაზია

პირი რომელიც შექმნის ონლაინ მაღაზიას ჩვენ პლატფორმაზე ვალდებულია დაემორჩილოს შემდეგ წესებს:

  • დარეგისტრირებისას აუცილებელია მოცემულ ველებში შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია.
  • ლოგინის, პაროლისა და ონლაინ მაღაზიის დასახელების შერჩევის შემდეგ, ვალდებული ხართ ეს ინფორმაცია შეინახოთ კონფიდენციალურად. თუ ამ  ინფორმაციას გაუზიარებთ სხვას და მომავალში თავს დაუცველად იგრძნობთ, დაგვიკავშირდით: support@melonify.com;  
  • მელონი კრძალავს სხვისი ანგარიშით სარგებლობას თუ არ გაქვთ მეპატრონის ნებართვა.
  • მელონს აქვს უფლება წაშალოს ნებისმიერი ონლაინ მაღაზია რომელიც შეიცავს უცენზურო და არაეთიკურ კონტენტს, ასევე თუ რომელიმე სხვა მაღაზია არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, დაგვიკავშირდით: support@melonify.com;  
  • არ დააკოპიროთ არანაირი სახის კონტენტი სხვისი მაღაზიიდან.
  • მელონი კრძალავს ისეთი სახის კონტენტის გამოქვეყნებას რომელიც არ შეესაბამება 18 წლამდე ასაკის პირებს.
  • თქვენ ონლაინ მაღაზიაში ასახულ ნებისმიერ აქტივობასა და კონტენტზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

მერჩანტი ვალდებულია გაითვალისწინოს მისი მომხმარებლები და გამოიყენოს ზუსტი ინფორმაცია საკუთარ მაღაზიასა და გასაყიდ პროდუქტზე. ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია მელონისა და მელონის სერვისის მომხმარებლების შესახებ, წაიშლება შეტყობინების გარეშე.
გაყიდვების პროცედურიდან გამომდინარე, მერჩანტმა შესაძლებელია მიიღოს პირადი ხასიათის ინფორმაცია მისი მაღაზიის მომხმარებლების შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი სახით აკრძალულია.

სერვისით სარგებლობის გადასახადი
თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებისა და ავტორიზაციის შემდეგ, ჩვენ გვეძლევა უფლება დაგაკისროთ ჩვენი სერვისით სარგებლობის გადასახდი. იმ შემთხვევაში თუ ონლაინ მაღაზიის მეპატრონეს სურს გადახდის სახეობის შეცვლა ან სურს მაღაზიის გაუქმება, მისწერეთ მელონის ადმინისტრაციას (administration@melonify.com).
იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო ბარათზე არ არის საკმარისი თანხა ან აღარ არის აქტიური, 30 დღის შემდეგ მაღაზია დაიბლოკება, აღდგენა მოხდება გადახდის შემდეგ.
სხვა შემთხვევაში გაუქმდება/წაიშლება ყველაფერი 3 თვის შემდეგ.
მელონს აქვს უფლება შეცვალოს სერვისის საფასური, ასეთი სახის ცვლილებები ძალაში შევა 30 დღის შემდეგ.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას იხილავთ ვებ გვერდზე ან შეგატყობინებთ ჩვენ.

მესამე პირი
გაყიდვების განსახორციელებლად შესაძლებელია ჩაერთოს მესამე პირი, მაგალითად PayPal, ან სხვა ელექტრონული გადახდის მეთოდი, რომელიც უფრო მორგებული იქნება თქვენი ბიზნესისთვის.
ურთიერთობა თქვენსა და მესამე პირს შორის განცალკევებულია მელონისგან. ჩვენ ვთავისუფლდებით ნებისმიერი ვალდებულებისგან თქვენ ორს შორის.

სავაჭრო მარკა და საავტორო უფლებები
მთლიანი კონტენტი, ფოტო, ტექსტი, ლოგო, კომპანიის სახელწოდება ან სერვისი რომელიც იქნება ატვირთული მერჩანტის ონლაინ მაღაზიაში აუციელებელია იყოს უნიკალური ან ჰქონდეს გამოყენების ლიცენზირებული უფლება. მელონის გუნდი პატივისცემით უყურებს ყველა ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს და იგივეს მოითხოვს მომხმარებლებისგან. მელონის პლატფორმაზე საავტორო უფლებების დარღვევა აკრძალულია. ასეთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ შეგვატყობინოთ: administration@melonify.com;

კომუნიკაცია
იგრძენით თავი თავისუფლად, მოგვწერეთ რჩევები, შეკითხვები, შენიშვნები და იდეები ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად. კომუნიკაციიდან მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჩვენ ვიტოვებთ მათი გამოყენების უფლებას კომპენსაციის გარეშე.

ტექნიკური მხარდაჭერა
მელონი ორიენტირებულია მომხმარებლების სერვისით დაკმაყოფილებაზე და მათ მხარდაჭერაზე. შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე (support@melonify.com) ან გამოიყენოთ ჩვენ ვებ გვერდზე (melonify.com) არსებული ონლაინ ჩატი ნებისმიერი შეფერხების შესახებ. ჩვენ არ გავწევთ არანაირ დახმარებას, რაც არ ეხება კონკრეტულად ჩვენს სერვისს.

ცვლილებები
მელონი არის განვითარებადი კომპანია და სერვისის წესები შესაძლებელია განივრცოს, დაემატოს ინფორმაცია ან შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. იუზერი ვალდებულია დროთა განმავლობაში გადახედოს სერვისით სარგებლობის წესებს.

კონფიდენციალურობა
თქვენი აქტივობებიდან გამომდინარე, მაგალითად ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებისას ან და მერჩანტისგან რაიმე პროდუქტის შეძენისას თქვენ გვაწვდით პირად ინფორმაციას. მელონი მიღებულ ინფორმაციას არ აგროვებს, განსხვავებით იმ სიტუაციისგან თუ ინფორმაცია მოწოდებული იქნება ნებაყოფლობით.